მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 16:54
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი რადიკალებზე: როგორც კი, საზოგადოება იგებს, რაში იღებდნენ ისინი კონკრეტულ დაფინანსებას, მაშინვე წყალი უდგება ყველა იმ ნარატივს, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს და მოასწავებდეს იმას, რომ ისინი რაიმე ფორმით ემსახურებოდნენ ქართულ საქმეს

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 15:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

როგორც კი, საზოგადოება იგებს, რაში იღებდნენ ისინი კონკრეტულ დაფინანსებას, მაშინვე წყალი უდგება ყველა იმ ნარატივს, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს და მოასწავებდეს იმას, რომ ისინი რაიმე ფორმით ემსახურებოდნენ ქართულ საქმეს, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა რადიკალებზე საუბრისას.

მისი თქმით, ისინი მუდმივად დაკავებულები იყვნენ იმით, რომ ეკეთებინათ უცხოური საქმე და, ამავდროულად, სამწუხაროდ, ანტიეროვნული, ანტიქართული საქმე.

„ეს იყო პირდაპირი საფრთხე მათი ანტიქართული საქმიანობისათვის, იმიტომ, რომ როგორც კი ყველაფერი ხელისგულზე გამოდის, როგორც კი გამჭვირვალობის პრინციპის გათვალისწინებით, საზოგადოება იგებს, რაში იღებდნენ ისინი კონკრეტულ დაფინანსებას, მაშინვე წყალი უდგება ყველა იმ ნარატივს, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს და მოასწავებდეს იმას, რომ ისინი რაიმე ფორმით ემსახურებოდნენ ქართულ საქმეს. პირიქით, ისინი დღენიადაგ დაკავებულები იყვნენ იმით, რომ ეკეთებინათ უცხოური საქმე და, ამავდროულად, სამწუხაროდ, ანტიეროვნული, ანტიქართული საქმე“, — განაცხადა გიორგი ჭეიშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა ენჯეოებმა, ულტრამემარცხენე და ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ. მიზეზი კი გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ წარმოებული კამპანია და ის შეურაცხყოფებია რომელსაც საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას აყენებდნენ.