მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 21:59
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

გერმანიის პროკურატურის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადის“ საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს

IPN.ge 19 აგვისტო, 2026 · 19:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

გერმანიის პროკურატურის განცხადებით, აფეთქებებთან დაკავშირებით, რომელმაც „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანება გამოიწვია, კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

დაკავებული უკრაინის მოქალაქე ვლადიმერ ზ. -ია. ის ხორვატიის ქალაქ პულაში, ადგილობრივმა პოლიციამ ევროპული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე დააკავა.

2022 წლის სექტემბერში წყალქვეშა აფეთქებების შედეგად ბალტიის ზღვის ქვეშ მილსადენები დაზიანდა, რომელიც გერმანიაში რუსული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი.

აფეთქებებთან დაკავშირებული ომის დანაშაულის თანამონაწილეობაში ადრე ბრალი უკრაინის არმიის ყოფილ ოფიცერს, სერჰი კ.-ს წაუყენეს. ის ეჭვმიტანილია უკრაინის სამთავრობო უწყებების დავალებით სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მილსადენების განადგურებაში მონაწილეობაში. პროკურორების თქმით, მათი მიზანი გაზის მიწოდების სამუდამოდ შეჩერება და რუსეთისთვის იმ შემოსავლების მიღების შეწყვეტა, რომელსაც ის ომის დასაფინანსებლად იყენებს. თუმცა, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც აფეთქებებში უკრაინის მონაწილეობაზე მიუთითებს. სერჰი კ. გასული წლის აგვისტოში იტალიაში დააკავეს და ნოემბერში გერმანიაში გადაიყვანეს. ის მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.