20 აგვისტოს შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

20 აგვისტოს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი” ავრცელებს.
„საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იყალთოს მთის, ვიქტორ დოლიძის, ბახტრიონის, ზურაბ ქაფიანიძის, იყალთოს, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, გურამ ბზვანელის, ბერბუკის, პავლე ასლანიდის, ხაზინის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, მერაბ კოსტავას და პანკისის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, გიორგი ნადარეიშვილის, რუსუდანის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ივლეთის, ბესიკ გეთიას, სამგორის, შოთა ნადირაშვილის, ბერთუბანის და ნარგიზის ქუჩების მოსახლეობას”,- ნათქვამია განცხადებაში.