მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 19:43
სწრაფი სიახლე
კულტურა

ბახმაროში ტრადიციული დოღი “ბახმაროს თასი 2026” გაიმართა

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 17:50 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

კურორტ ბახმაროში საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და სანახაობრივი ღონისძიება ტრადიციული დოღი “ბახმაროს თასი 2026” გაიმართა.

შეჯიბრების ფარგლებში მხედრებმა ოთხ გარბენში მიიღეს მონაწილეობა. ბახმაროში დოღის ტრადიცია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს.

ყოველწლიურად, ფერისცვალების დღეს, გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან მხედრები ბახმაროში იკრიბებიან და ტრადიციულ შეჯიბრებაში მონაწილეობენ.

დოღი წლების განმავლობაში ბახმაროს ერთ-ერთ მთავარ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებად ჩამოყალიბდა და მას ადგილობრივებთან ერთად არაერთი სტუმარი ესწრება.