მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 21:33
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

2025 წლის 17 აგვისტოს, სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია – სუსი

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 19:24 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

2025 წლის 17 აგვისტოს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით ამოქმედებული იყო როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.