ცნობილი გახდა გოჩოლეიშვილის ესპანურ გუნდში გადასვლის დეტალები
Cadenaser-ის ცნობით, „კადისი“ საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველს გიორგი გოჩოლეიშვილს ერთსეზონიანი იჯარით აიყვანს და „შახტარს“ 200 ათას ევროს გადაუხდის.
შეთანხმება მომავალი წლის ზაფხულში გოჩოლეიშვილის 3.5 მილიონად გამოსყიდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს, თუ ამას ანდალუსიური კლუბი საჭიროდ ჩათვლის.
აგრეთვე გამოსყიდვა სავალდებულო იმ შემთხვევაში იქნება, თუ „კადისი“ ლა ლიგაში გადავა და ქართველი განსაზღვრული რაოდენობის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.
გოჩოლეიშვილი „საბურთალოდან“ „შახტარში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა, სადაც ვერ დამკვიდრდა და „კოპენჰაგენსა“ და „ჰამბურგში“ იყო განათხოვრებული.
გიორგის დონეცკურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 2 მილიონია.
„კადისის“ ღირსებას იური ტაბატაძე იცავს, რომელიც ტრავმირებულია და ალბათ, სეზონის პირველი ნახევარი გაუცდება.
წყარო: Sportall.ge