მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 22:28
სწრაფი სიახლე
სპორტი

პსჟ შეტევის სათადარიგოთა სკამის სრულად გადახალისებას და “მონაკოს” სკანდალური თავდამსხმელის დამატებას აპირებს

SportMedia 19 აგვისტო, 2026 · 16:47 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

პსჟ შეტევის ხაზის სათადარიგოთა სკამს სრულად გადაახალისებს. გუნდი უკვე დატოვეს გონსალო რამუშმა (მილანი) და კანგ-ინ ლიმ (ატლეტიკო), სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კი ბრედლი ბარკოლას და იბრაიმ მბაიეს, სავარაუდოდ, „ლივერპული“ შეიძენს.

 

პარიზული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა ბარკოლაზე და მბაიეზე „ლივერპულს“ ფასი 150 და 50 მილიონი ევროდან 140 და 30 მილიონ ევრომდე დაუკლო.

 

პსჟ-მ მაგნუს აკლიუში (მონაკო), ფერან ტორესი (ბარსელონა) და მიკა გოდტსი (აიაქსი) დაიმატა და კიდევ ერთი თავდამსხმელის შეძენას გეგმავს. ეს „მონაკოს“ 25 წლის ცენტრფორვარდი ფოლარინ ბალოგუნია (სიმაღლე 179 სმ), რომლის საბაზრო ფასი 50 მილიონია. 

 

შეგახსენებთ, ფიფამ ბელგიასთან მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალის წინ, აშშ-ს ნაკრების ფეხბურთელ ბალოგუნს, ბოსნიასთან მეოთხედფინალში მიღებული წითელი ბარათი შეუჩერა, რაც ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა. 

წყარო: Sportall.ge