მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 03:01
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ფინანსური და ეკონომიკური ტრანზაქციები შეაჩერა

Prime Time 20 აგვისტო, 2026 · 00:51 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ფინანსური და ეკონომიკური ტრანზაქციები შეაჩერა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

აბუ-დაბის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ირანის მხრიდან სამხედრო ესკალაცია და სარაკეტო საფრთხეა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, აფრა ალ-ჰამელიმ განაცხადა, რომ აბუ-დაბი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად დიალოგისა და თანამშრომლობის ერთგული რჩება.

მისი თქმით, რეგიონული ესკალაციის ფონზე, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ და საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ირანთან ყველა სავაჭრო, კომერციული და ფინანსური ოპერაცია შეჩერებულია.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანამ ირანიდან გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა დააფიქსირა. სამინისტროს შეფასებით, რაკეტები საზღვაო მიმოსვლის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა ორივე მათგანი ზღვაში ჩავარდა.