მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 00:56
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან – დაშავებულია ოთხი მეხანძრე

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 23:47 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, დაშავებულია ოთხი მეხანძრე.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პორტუგალიის ჩრდილოეთ ნაწილში, აროუკაში, ხანძარმა დაახლოებით 3 000 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა, ტორე-დე-მონკორვოში კი ცეცხლმა დაახლოებით 700 ჰექტარი მოიცვა. ტორე-დე-მონკორვოში ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 517 მაშველი, 168 სახანძრო-სამაშველო მანქანა და ოთხი თვითმფრინავი, ხოლო აროუკაში ცეცხლს 498 მაშველი, 164 მანქანა და ცხრა თვითმფრინავი ებრძვის.

აროუკასა და ტორე-დე-მონკორვოს ხანძრებთან ერთად, კიდევ ერთი ძლიერი ხანძარი გაჩნდა სანტო-ტირსოში. სამივე კერის ლოკალიზებაში ჯამში 1 200-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს.