მთავარი კონტენტი
Tuesday, 14 July, 2026 | 01:09
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

დიმიტრი პესკოვი „მსურველთა კოალიციაზე“ – ეს არის ომის წამქეზებელთა კოალიცია, რომელსაც ომის გაგრძელება სურს – მათ შეხვედრას ყურადღებით დავაკვირდებით

IPN.ge July 13, 2026 6:58 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი „მსურველთა კოალიციას“ ომის წამქეზებელთა კოალიციას უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის ქვეყნების ჯგუფი, რომელსაც არ სურს მშვიდობა.

„ეს არის ომის წამქეზებელთა კოალიცია, ქვეყნების ჯგუფი, რომელსაც არ სურს მშვიდობა, რომელსაც სურს ომის გაგრძელება“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტირებისას.

მისი თქმით, რუსეთი ყურადღებით დააკვირდება დღევანდელ შეხვედრას.

„ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს ახორციელებენ, ამიტომ ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით“, – აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს პარიზში ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ წევრებს უმასპინძლებს. შეხვედრაზე კიევის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ.