ჯო უილსონი – მადლობელი ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპს მივაწოდე ინფორმაცია იმ უდიდესი ეკონომიკური და დიპლომატიური შედეგის შესახებ, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას 2027 წელს აშშ-ში ექნება

მადლობელი ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპს მივაწოდე ინფორმაცია იმ უდიდესი ეკონომიკური და დიპლომატიური შედეგის შესახებ, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას 2027 წელს აშშ-ში ექნება, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
ჯო უილსონის განცხადებით, 2027 წლის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია მისი მეგობრისა და გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის ხსოვნას მიეძღვნება.
„მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოვიწვიე, რათა ასამბლეას დაესწროს და სიტყვით მიმართოს“, – წერს ჯო უილსონი X-ზე.