მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 18:09
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

IPN.ge 20 აგვისტო, 2026 · 16:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

საუბარი შეეხო ერთობლივ რეგიონულ პროექტებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.