მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 15:58
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

როგორ შევამზადოთ ბავშვი ბაღისთვის, რომ იქ დარჩენა არ გაუჭირდეს

Prime Time 20 აგვისტო, 2026 · 13:53 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საბავშვო ბაღის პირველი დღე ბავშვის ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ცვლილებაა. მისთვის უცნობია ახალი გარემო, აღმზრდელი, ბავშვები, დღის რეჟიმი და, რაც მთავარია, პირველად შეიძლება მოუწიოს მშობლის გარეშე რამდენიმე საათის გატარება. სწორედ გაურკვევლობა და მშობელთან განშორება ხდება ხშირად შფოთვის მთავარი მიზეზი.

ამიტომ ბაღში წასვლას არ უნდა შევხედოთ როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, რომელსაც ბავშვი „თავისით შეეჩვევა“. სასურველია, მომზადება რამდენიმე დღით ან, კიდევ უკეთესი, რამდენიმე კვირით ადრე დაიწყოთ. რაც უფრო ნაცნობი გახდება ბავშვისთვის მომავალი ცვლილება, მით ნაკლებად შემაშინებელი იქნება პირველი დღეები.

როგორ მოვამზადოთ ბავშვი საბავშვო ბაღისთვის
ბაღში ადაპტაციის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი განშორების შფოთვაა. ბავშვი მიჩვეულია, რომ დედა, მამა ან სხვა ახლობელი მის გვერდითაა და შეიძლება ჯერ არ ჰქონდეს განცდა, რომ მშობელი მიდის, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება. ამ ნდობის ჩამოყალიბებაში წინასწარი მომზადება ძალიან ეხმარება.

წინასწარ გააცანით აღმზრდელი
 
თუ საბავშვო ბაღი გაცნობით შეხვედრას ან ღია კარის დღეს ატარებს, შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენეთ. კარგი იქნება, თუ ბავშვი წინასწარ ნახავს ადამიანს, ვისთანაც დღის მნიშვნელოვანი ნაწილის გატარება მოუწევს.

ეცადეთ, აღმზრდელს ბავშვის თანდასწრებით მშვიდად და მეგობრულად გაესაუბროთ. პატარები მშობლის რეაქციებს ძალიან კარგად აკვირდებიან. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ დედა ან მამა აღმზრდელს მშვიდად ესაუბრება და ენდობა, მისთვისაც უფრო ადვილი ხდება ამ ადამიანის უსაფრთხო ადამიანად აღქმა.

მოუყევით, როგორია ბაღის ყოველდღიური ცხოვრება
ბავშვს მარტივი ენით აუხსენით, რა ელოდება: ითამაშებს, დახატავს, მოუსმენს ზღაპრებს, ისადილებს, დაისვენებს და სხვა ბავშვებთან ერთად გაატარებს დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ აუცილებლად უთხრათ — დღის ბოლოს მის წასაყვანად მიხვალთ.

ამავე დროს, ნუ შექმნით ზედმეტად იდეალურ სურათს. ნუ დაჰპირდებით, რომ აუცილებლად ბევრ მეგობარს შეიძენს, მთელი დღე გაერთობა ან არასოდეს მოიწყენს. თუ რეალობა მოლოდინს არ დაემთხვევა, იმედგაცრუებამ შესაძლოა ბაღის მიმართ შიში კიდევ უფრო გააძლიეროს.

უმჯობესია უთხრათ: „თავიდან შეიძლება ცოტა უცნაური იყოს, რადგან იქ ბევრი ახალი რამ დაგხვდება. ნელ-ნელა ყველაფერს გაიცნობ, მე კი ყოველთვის მოვალ შენს წასაყვანად“. განაგრძეთ კითხვა…