მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 18:08
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ბათუმში, ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

Prime Time 20 აგვისტო, 2026 · 16:21 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის კონფლიქტი მოხდა. ბრალდებულებმა კონფლიქტში მონაწილე ორ პირს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს – მათ შორის ერთ-ერთ მათგანს ცივი იარაღით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებულ პირებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული პირები მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.