მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 18:10
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„გესალმებოდა ისე გულითადად, ისეთი სიყვარულით, რომ კაცს გეგონებოდა, მხოლოდ შენს ნახვას ელოდა მთელი დღის მანძილზე…“ – მამა თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

Prime Time 20 აგვისტო, 2026 · 16:36 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

მამა თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი 2ო აგვისტოს გარდაიცვალა. მას მრევლმა სიყვარულის მოძღვარი უწოდა.

საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა იყო, ვინც იმ პერიოდში მოძღვრად აკურთხეს.

გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მოძღვარი კლინიკაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოხვდა და ერთი თვის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ სასწაული მოხდა და მამა თეიმურაზი თავის საქმიანობასაც დაუბრუნდა…

ბლოგერი ბექა ერიაშვილი მამა თეიმურაზ ქორიძეს იხსენებს. „ვიცნობდი სასულიერო სემინარიიდან, ჩემზე ერთი კურსით წინ იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახლო ურთიერთობა არ გვქონია, მხოლოდ რამდენიმეჯერ გვაქვს ნასაუბრები და შეხვედრისას ოდენ მისალმებით შემოვიფარგლებოდით ხოლმე, ამითაც კი ვხვდებოდი, რომ საოცარი პიროვნება იყო. გესალმებოდა ისე გულითადად, ისეთი სიყვარულით, რომ კაცს გეგონებოდა, მხოლოდ შენს ნახვას ელოდა მთელი დღის მანძილზეო! როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყავი, გული სიხარულითა და იმედით გევსებოდა, რომ კიდევ არსებობენ  სიყვარულის უანგაროდ გამცემი ადამიანები და მეორე დღეს ელოდი, რომ ისევ მისალმებოდი…“

გთავაზობთ მამა თეიმურაზის მოგონებებს და ამონარიდებს მისი ცხოვრებიდან:

„დედაჩემი ყვებოდა ხოლმე, რომ ისეთი დრო იყო, ბიბლიას მაგიდის ქვეშ ვკითხულობდით, რომ არავის დაენახაო. მე პატარა ვიყავი და ისე გავიგე, რომ ბიბლიის წაკითხვა სხვაგან არ შეიძლებოდა. ავიღე ბიბლია, შევედი მაგიდის ქვეშ და დავიწყე კითხვა“. – იხსენებს ის ერთ– ერთ ინტერვიუში.

სანამ სულიერი ცხოვრება გაიტაცებდა, ფეხბურთს თამაშობდა, 14 წლიდან 17 წლამდე ძიების პროცესში იყო, სწავლობდა და მარხულობდა, ხანდახან მონასტერშიც რჩებოდა. მერე უარი თქვა ფეხბურთზე და სასულიერო აკადემიაში ჩააბარა.

16 წლის იყო, როდესაც თავისი ცხოვრების მეგზური გაიცნო. როგორც თავად აღნიშნავს, სიმამრის დახმარებით გახდა სოფლის მღვდელი დიდ ჩაილურში. მეუღლის მამაც, ასევე, მღვდელია. 5 წელიწად-ნახევარი იყვნენ შეყვარებულები. შემდეგ კი, ყველა რიტუალის დაცვით, მახათაზე დაიწერეს ჯვარი.