VIDEO: კარგი ამბავი გერმანიიდან – გაბრიელ ჩადუნელი კლინიკიდან გაწერეს

პატარა გაბრიელი, რომელსაც მთელი საქართველო და არა მხოლოდ საქართველო გულშემატკივრობს, გერმანიის კლინიკიდან სახლში გაწერეს.
დედის, თაკო ბარბაქაძის ინფორმაციით, საბოლოო ოპერაციამდე დროს სახლში გაატარებენ.
„რამხელა ბრძოლა გამოვიარეთ… ფაქტობრივად, 8 თვე კლინიკაში ვიცხოვრე. დამავიწყდა როგორია ოჯახი… ხან მე ვრჩებოდი სახლში მარტო, ხან ჩემი ქმარი, ერთმანეთს ვენაცვლებოდით… დღეს ბოლო დღეა ჩემი აქ დარჩენის… თუმცა, სულ ბოლო არა… ერთი ოპერაცია წინ კიდევ გვაქვს… სტომის ჩაბრუნება… ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის… თუმცა, მალე უნდა გაკეთდეს. ცოტა უნდა მოძლიერდეს ბავშვი… დაგვიბარებენ ისევ ხელმეორედ, გამოიკვლევენ ნაწლავს და შემდეგ დაიგეგმება… ამჟამად, გაბის ყველაფერი წესრიგში აქვს… წონით ისევ 4 კილოს იწონის, თუმცა დანამატები დაუმატეს და ვფიქრობ, რომ ისევ კარგად მოიმატებს… სიმართლე გითხრათ, ძალიან აღარ ვდარდობ, რადგან ბავშვის ვიზუალი აღარ მაშინებს, გაბუშტული ლოყები აქვს და სიმაღლე საერთოდ 65 სმ არის. აღარ ეტყობა ყველა ნეკნი ზედ, აღარ ეშინია ჩემი… ადრე ჩემიც ეშინოდა და ექთნებისაც, სულ ტიროდა, ახლა კი ჩემს გარეშე ვეღარ ძლებს, დამინახავს თუ არა მაშინვე თავის ორ კიჭს მაჩვენებს.
ჩემი ძლიერი ბიჭი, აღარც ვნერვიულობ შემდეგ ოპერაციაზე, ეს ხომ გაბია, ყველაფერს უნდა გაუძლოს… ამდენ ადამიანს უყვარს და ამდენი ადამიანი ლოცულობს, როგორ შეიძლება, რომ დანებდეს? ამას არც განვიხილავ ფიქრებშიც კი!“ – დაწერა ჩვილის დედამ.
ნახეთ კლინიკიდან გაწერის კადრები ↓