მედია – ლატვიაში, 14 აგვისტოს ჩამოგდებული დრონი უკრაინული აღმოჩნდა

ლატვიაში, 14 აგვისტოს ჩამოგდებული დრონი უკრაინული აღმოჩნდა , – ინფორმაციას გამოცემა Delfi-ი ავრცელებს.
ლატვიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ტერიტორიიდან შეფრინდა, სავარაუდოდ, რუსული რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემების ზემოქმედების შედეგად.
შეგახსენებთ, 14 აგვისტოს ღამეს ლატვიის აღმოსავლეთში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დრონი ნატო-ს ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო.