მთავარი კონტენტი
პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 | 03:35
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

IPN.ge 21 აგვისტო, 2026 · 01:20 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერს აცხადებს.

კერძოდ, გზების დეპარტამენტის ცნობით, ტენდერი გამოცხადდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე.

„საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერები გამოაცხადა

განსახორციელებელი შესყიდვის პირობები ითვალისწინებს პრეისკურანტის საფუძველზე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების, მათ შორის, პერიოდული შეკეთების, ასევე, საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას

როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 150 მლნ. ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების შესრულების ვადა ორივე შემთხვევაში სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა

აღმოსავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ასევე, დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები (გარდა აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი საავტომობილო გზებისა – შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696746&lang=ge

დასავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები – შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696756&lang=ge“, – ნათქვამია განცხადებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის კიდევ ერთ განცხადებაში აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერის შესახებ არის ინფორმაცია.

„საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა

განსახორციელებელი შესყიდვის პირობები ითვალისწინებს პრეისკურანტის საფუძველზე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების, მათ შორის, პერიოდული შეკეთების, ასევე, საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას

აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 80 მლნ. ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების შესრულების ვადა სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696700&lang=ge“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, ტენდერი გამოცხადდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებითაც.

„საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ასევე, დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა

განსახორციელებელი შესყიდვის პირობები ითვალისწინებს პრეისკურანტის საფუძველზე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების, მათ შორის, პერიოდული შეკეთების, ასევე, საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 200 მლნ. ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების შესრულების ვადა სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696765&lang=ge“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.