მთავარი კონტენტი
პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 | 21:31
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

Prime Time 21 აგვისტო, 2026 · 13:46 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში, აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში (მისამართი: გობეჩიას ქუჩა) ინდივიდუალური მეწარმე ა.შ. აგროქიმიკატების რეალიზაციას ახდენდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.

“აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აქტიურ კონტროლს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ.” – ნათქვამია განცხადებაში.