მთავარი კონტენტი
პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 | 22:16
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

გერმანიაში, ტყეში იარაღის სამალავი იპოვეს – მედიის ცნობით, კვალი რუსეთთან მიდის

Ambebi.ge 21 აგვისტო, 2026 · 20:41 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

გერმანულმა სამართალდამცავებმა გასულ წელს ბერლინთან ახლოს, ტყეში დამალული ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურებს მიაჩნიათ, რომ ეს იარაღი რუსეთის დაზვერვის დავალებით მკვლელობების განსახორციელებლად უნდა გამოეყენებინათ.

  • ინფორმაცია გამოცემა Süddeutsche Zeitung -მა ტელერადიოკომპანიებთან (NDR და WDR) ერთად გავრცელა. რუსეთის საელჩოს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ეჭვმიტანილის დაკავება: რუმინეთში აყვანილია ეჭვმიტანილი, რომელიც, შესაძლოა, იარაღის სამალავის მოწყობაზე იყოს პასუხისმგებელი. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა დაადასტურა, რომ ბერლინი რუმინეთთან დაკავებული პირის გერმანიაში გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მინისტრმა არ გამორიცხა უცხო სახელმწიფოს ჩართულობა და აღნიშნა, რომ დაკავებული პირი (რომლის მოქალაქეობაც არ დაზუსტებულა) ასევე რუმინეთში ამანათების მეშვეობით აფეთქებების დაგეგმვაში არის ეჭვმიტანილი.

გამოძიების დეტალები

აღმოჩენის შემდეგ პოლიცია სამალავსა და საბრძოლო მასალას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდა, თუმცა ადგილს არავინ მიახლოებია. გერმანიის კონტრდაზვერვის შეფასებით, სამალავი რუსული სპეცსამსახურების დავალებით შეიქმნა. სავარაუდო სამიზნეებს შორის იყვნენ თავდაცვის მრეწველობის ხელმძღვანელები, ემიგრაციაში მყოფი ოპოზიციონერები და უკრაინის მხარდამჭერები.

საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს. გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემქმნელი მძიმე დანაშაულის მომზადების მუხლით მიმდინარეობს.

წყარო