20 წლის ბიჭი ინფლუენსერთან საუბარში, ჰყვება, რომ არასწორად როცა იქცევა, შეყვარებული გოგონა სხეულს სიგარეტით უწვავს

20 წლის ბიჭი ინფლუენსერ ნათია ტალკთან პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ არასწორი საქციელის შემთხვევაში, მისი შეყვარებული გოგონა, სხეულს სიგარეტს უწვავს.
ბიჭის თქმით, აღნიშნული ქცევა ურთიერთობაში ერთგვარი „დასჯის“ ფორმაა.
საუბრის ამსახველი ვიდეო „Natia Talks“-ის სოციალურ ქსელში გავრცელდა. ნათია ტალკი ქუჩის ინტერვიუების ფორმატში სხვადასხვა ადამიანთან საუბრობს.
ბიჭის მონათხრობმა სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.