მთავარი კონტენტი
Tuesday, 14 July, 2026 | 01:23
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ტრამპი: ჰორმუზის სრუტე ღიაა და დარჩება ღია, ირანთან ერთად ან მის გარეშე

Prime Time July 13, 2026 7:11 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ჰორმუზის სრუტე ღიაა და დარჩება ღია, ირანთან ერთად ან მის გარეშე, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ჩვენ ვაწესებთ „ირანულ ბლოკადას“, რომელსაც ასე იმიტომ ვუწოდებთ, რომ ის მხოლოდ ირანის გემებს ან მომხმარებლებს უშლის ხელს შესვლასა თუ გამოსვლაში. ყველა სხვა ქვეყანას ექნება სრუტის სამართლიანი და შეუფერხებელი გამოყენების შესაძლებლობა. ამიერიდან აშშ იქნება ცნობილი როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“. თუმცა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აშშ-ს აუნაზღაურდება გადაზიდული ტვირთის 20%-ის ოდენობით ის ყველა ხარჯი, რაც აუცილებელია მსოფლიოს ამ ძალიან არასტაბილური ნაწილისთვის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად. პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.