მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 | 03:26
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

ბათუმში საბურავების გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმო გაიხსნება

Kvira.ge 22 აგვისტო, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციასა“ და საბურავების გადამუშავების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თურქულ კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების ფარგლებში, ბათუმში საბურავების გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოს ამოქმედება იგეგმება. საწარმოში გამოყენებული საბურავების გადამუშავების შედეგად შესაძლებელი იქნება სხვადასხვა პროდუქტის, მათ შორის, რეზინის გრანულების, დასაგები ფილების, სპორტული მოედნებისა და ბილიკების საფარის წარმოება.

მხარეთა განცხადებით, პროექტი ხელს შეუწყობს საბურავების ნარჩენების მოცულობის შემცირებას და გარემოზე მათი მავნე ზემოქმედების შემცირებას. ამასთან, საწარმოს ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გაძლიერებას, ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. თურქული კომპანიის გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მხარეთა შეფასებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
როგორც შეხვედრის დასასრულს „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, პროექტის განხორციელება, აგრეთვე, ქმნის შესაძლებლობას, საბურავების ნარჩენები მეორეულ რესურსად იქცეს და მათი გადამუშავებით ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქცია შეიქმნას.

კომენტარები

კომენტარი