შეიძლება თუ არა გამონაყარის დროს დაბანა – მაია ბუწაშვილი განმარტავს

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ხშირად დასმულ შეკითხვას პასუხობს.
„არ არსებობს ისეთი ინფექციური დაავადება (და ზოგადად გამონაყარი), რომლის დროსაც დაბანა არ შეიძლება. არადა, პაციენტებისგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვაა.
დაბანა შეიძლება და პირიქით, აუცილებელია!!! თუნდაც მეორადი, ანუ თანდართული ინფექციის თავიდან ასაცილებლად. უბრალოდ, დაბანა რეკომენდებულია თბილი (და არა ძალიან ცხელი) წყლით; გამოვიყენოთ ჰიპოალერგიული, ნაზი დასაბანი გელი; გავიმშრალოთ პირსახოცის შეხებით და არა კანის გახეხვით; ყოველ დაბანაზე გამოვიყენოთ გარეცხილი (ანუ მანამდე გამოუყენებელი) პირსახოცი. ვისაც ჯერ კიდევ ბატონების გაბრაზების გჯერათ, გთხოვთ, უადგილო კომენტარებისგან თავი შეიკავოთ“, – წერს მაია ბუწაშვილი.