ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ე.წ. რიყის დოქების დანგრევის ნებართვა გასცა

იურისტ ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ე.წ. რიყის დოქების დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„რიყის დოქები დაინგრევა და აქ სასტუმრო/კაზინო/რესტორნები აშენდება. კალაძის მერიამ დანგრევის ნებართვა უკვე გასცა. ეს ძალიან მსხვილმასშტაბიანი კორუფციაა – საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად უფასოდ ,,დათრევა”,- წერს ირაკლი აბესაძე.