მთავარი კონტენტი
Tuesday, 14 July, 2026 | 05:04
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

მარკო რუბიომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ აშშ-ის სუვერენიტეტისთვის შექმნილი საფრთხის აღმოფხვრის მიზნით ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყების შესახებ გამოაცხადა

IPN.ge July 14, 2026 2:59 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

მარკო რუბიომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ აშშ-ის სუვერენიტეტისთვის შექმნილი საფრთხის აღმოფხვრის მიზნით ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყების შესახებ გამოაცხადა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„ეს კამპანია მოიცავს მთავრობის პასუხს, რათა სისტემურად მოშალოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უნარი – მიზანში ამოიღოს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ან ოფიციალური პირები, ან სხვაგვარად ამერიკულ სუვერენიტეტს საფრთხე შეუქმნას“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

რუბიოს განცხადებით, „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აშშ-ის მოქალაქეებზე იურისდიქცია არ აქვს“.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ ყველა დიპლომატიური ზომა იქნება გამოყენებული, მათ შორის, მოწოდებები სხვა ქვეყნებისთვის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გამოვიდნენ; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პერსონალისთვის ვიზების გაუქმება და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის სანქციების გაძლიერება.