მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 | 03:25
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ინფარქტის „ჩუმი“ წინაპირობა – რის შესახებ საუბრობს ექიმი

Prime Time 24 აგვისტო, 2026 · 00:02 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

ქოლესტერინზე საუბრისას ხშირად ორ უკიდურესობაში ვვარდებით: ზოგისთვის მაღალი ქოლესტერინი კატასტროფაა, ზოგი კი თვლის, რომ თუ ჭარბი წონა ან შემაწუხებელი სიმპტომები არ აქვს, ეს თემა მას საერთოდ არ ეხება.

რეალურად, ქოლესტერინი ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტია, თუმცა მისი გარკვეული ფრაქციების მომატება წლების განმავლობაში, უჩუმრად აზიანებს სისხლძარღვებს და ინფარქტისა თუ ინსულტის რისკს ზრდის.

უნდა ვთქვათ თუ არა უარი კვერცხზე? – შეიძლება თუ არა მაღალი ქოლესტერინი ჰქონდეს ახალგაზრდა, სპორტით დაკავებულ ადამიანს? როდის ხდება აუცილებელი მედიკამენტების ჩართვა და რა არის „ცუდი“ ქოლესტერინის რეალური სამიზნე?

ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს კარდიოლოგი ანი ორკოშნელი პასუხობს. ექიმი გვიზიარებს ოქროს წესებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება

– ქოლესტერინი თავისთავად არც „ცუდი“ ნივთიერებაა და არც ისეთი რამ, რომლის არსებობაც ორგანიზმისთვის არასასურველია. პირიქით, ის აუცილებელია მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის – მონაწილეობს უჯრედის მემბრანების სტრუქტურაში, ზოგიერთი ჰორმონისა და ნაღვლის მჟავების სინთეზში და სხვა მნიშვნელოვან ბიოლოგიურ პროცესებში.

პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც სისხლში იზრდება ათეროგენული ლიპოპროტეინების, განსაკუთრებით კი LDL-ქოლესტერინის, კონცენტრაცია. LDL-ქოლესტერინი ორგანიზმში ქოლესტერინის ტრანსპორტირებაში მონაწილეობს, მაგრამ როდესაც მისი დონე ხანგრძლივად მაღალია, იზრდება LDL-ის არტერიის კედელში მოხვედრისა და შეკავების ალბათობა. ამას მოჰყვება ანთებითი და სხვა ბიოლოგიური პროცესები, რომლებიც დროთა განმავლობაში ათეროსკლეროზული ფოლაქის ჩამოყალიბებასა და პროგრესირებას უწყობს ხელს. ამიტომ მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ორგანიზმში ქოლესტერინის არსებობა, არამედ ათეროგენული ლიპოპროტეინების, განსაკუთრებით LDL-C-ის, დონე და ადამიანის საერთო გულ-სისხლძარღვთა რისკი. განაგრძეთ კითხვა…