მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 18:17
სწრაფი სიახლე
კულტურა

ნიკოლას ჰოლტს „ჰარი პოტერში“ კიტ ჰარინგტონი ჩაანაცვლებს

Prime Time 25 აგვისტო, 2026 · 10:40 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

კიტ ჰარინგტონი ტელესერიალ „ჰარი პოტერის“ სამსახიობო შემადგენლობას შეუერთდა. ცნობილია, რომ ის HBO-ს შოუში პროფესორ გილდეროი ლოკჰარტის როლს შეასრულებს. ჰარინგტონი ამ როლზე ცოტა ხნით ადრე დამტკიცებულ ნიკოლას ჰოლტს ჩაანაცვლებს, რომელიც სერიალის მეორე სეზონში გადაღებას სხვა პროექტში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს. ​ჰარინგტონი ცნობილია ჯონ სნოუს როლით სერიალში „სამეფო კარის თამაშები“.

„სანამ ჰოგვორტსში მეორე წელს დავიწყებთ, განრიგის გამო მცირე ცვლილება გვაქვს: გილდეროი ლოკჰარტის როლს ქით ჰარინგტონი მოირგებს“, – ნათქვამია „ჰარი პოტერის“ ოფიციალურ Instagram-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მეორე სეზონი ჯეი კეი როულინგის წიგნების სერიის მეორე ნაწილის – „საიდუმლო ოთახის“ ადაპტაცია იქნება, რომელიც ჯადოქრობის სკოლაში ჰარი პოტერის სწავლის მეორე წელს აღწერს.

ბესტსელერი წიგნების ახალ სერიალურ ადაპტაციაში მთავარ როლებს ასრულებენ: დებიუტანტი დომინიკ მაკლაფლინი, ალასტერ სტაუტი და არაბელა სტანტონი. „ოსკარზე“ ნომინირებული მსახიობი ჯონ ლითგოუ ჰოგვორტსის დირექტორის, ალბუს დამბლდორის როლზე დამტკიცდა,ნიკ ფროსტი კი მეტყევე რუბეუს ჰაგრიდის როლზე.