აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – იხილეთ ჩამონათვალი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს 15:20-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟინვალი, ქვემო არანისი, ჩინთი, ბიჩნიგაურები და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.