მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 16:52
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტზე დრონებით თავდასხმა განახორციელა

IPN.ge 25 აგვისტო, 2026 · 14:32 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტზე დრონებით თავდასხმა განახორციელა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში, მოლდოვის საზღვართან მდებარე „ვინოგრადოვკას“ საერთაშორისო საავტომობილო სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაარტყეს.

რუსების იერიშის შედეგად გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ამჟამად გამშვები პუნქტის მუშაობა შეჩერებულია.