მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 18:22
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს

Prime Time 25 აგვისტო, 2026 · 15:58 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი – „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით – 3 042 301 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა – 251 356 ლარის ოდენობით შეეფარდათ.