მთავარი კონტენტი
Tuesday, 14 July, 2026 | 06:58
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ემანუელ მაკრონი – უკრაინა Rafale-ს ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028–2029 წლებში მიიღებს

IPN.ge July 14, 2026 3:46 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

უკრაინა Rafale-ს ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028–2029 წლებში მიიღებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ემანუელ მაკრონის ცნობით, უკრაინა 16 ფრანგული ავიაგამანადგურებლის შეძენას გეგმავს.

„სასწავლო ფრენები უახლოეს თვეებში დაიწყება“, – განაცხადა მაკრონმა.

ასევე, მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს.

„ჩვენი მხრიდან მივიღეთ გადაწყვეტილება Aster-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესახებ, რომლებიც საფრანგეთისა და იტალიის მიერ ერთობლივად შემუშავებულ SAMP/T სისტემებში გამოიყენება“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.