მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 02:22
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის

IPN.ge 14 ივლისი, 2026 · 22:28 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე დარტყმას ძლიერი პასუხი მოჰყვება.

მისი თქმით, „ისრაელმა ირანის ბოროტების ღერძთან დაპირისპირებისას დაამტკიცა, რომ მასზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე შეუძლებელია“.

„ირანელი ლიდერებისთვის მხოლოდ ერთი გზავნილი მაქვს: ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ყველაფერი მშვიდად იქნება, თუ თავს დაგვესხმებით. წინა პასუხი საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ ჩვენთვის ზიანის მოყენების შემდგომ მცდელობებს უფრო ძლიერი პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.