მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 03:41
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ემანუელ მაკრონისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი განცხადება – უკრაინა დაგეგმილი 100-დან, პირველ 16 Rafale ავიაგამანადგურებელს შეუკვეთავს

IPN.ge 14 ივლისი, 2026 · 23:41 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

უკრაინა დაგეგმილი 100-დან პირველ 16 Rafale ავიაგამანადგურებელს შეუკვეთავს. ამის შესახებ უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„უკრაინა პირველი 16 Rafale თვითმფრინავისა და მათი შეიარაღების შეკვეთის შესახებ აცხადებს 100-დან, რომელთა შეძენა 2025 წლის ნოემბერში დაიგეგმა. შესაბამისი დაფინანსება 2026 და 2027 წლების უკრაინის მხარდამჭერი სესხის ტრანშების ფარგლებში იქნება მოთხოვნილი, და ასევე დაფინანსების ნებისმიერი სხვა წყაროდან,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ პირველი ოთხი Rafale თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცემა უკრაინელი პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადების დასრულების შემდეგ, რომელიც საფრანგეთში უკვე 2026 წელს შეიძლება დაიწყოს.

საფრანგეთი ასევე უკრაინაში 2026 წლის ბოლომდე AASM ავიაბომბებისა და SCALP რაკეტების ლიცენზირებულ წარმოებას დაუშვებს.