მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 17:43
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

იორდანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იორდანიამ ირანის სამი რაკეტა გაანადგურა

IPN.ge 15 ივლისი, 2026 · 15:27 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

იორდანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოთხშაბათს გამთენიისას ირანიდან გაშვებული სამი რაკეტა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას, CNN-ი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა.

ცნობისათვის, მანამდე, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ იერიშები განახორციელეს იორდანიაში, ალ-აზრაკის ავიაბაზაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე. მათი თქმით, ბაზაზე ამერიკული MQ-9-ის ტიპის დრონები გაანადგურეს.