ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე „კომენდანტის საათის“ დაწესებას განიხილავენ

გაერთიანებულ სამეფოში უფროსი ასაკის მოზარდებს სოციალურ ქსელებზე ღამის „კომენდანტის საათი“ დაუწესდებათ, თუმცა, მოზარდებს შეეძლებათ უარი თქვან ამ შეზღუდვაზე საკუთარი ანგარიშის პარამეტრების შეცვლით.
მთავრობის გეგმის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა Instagram, TikTok და YouTube ავტომატური პარამეტრებით მიუწვდომელი იქნება 16 და 17 წლის მოზარდებისთვის შუაღამიდან დილის 06:00 საათამდე.
მთავრობას ასევე სურს, რომ გამორთული იყოს „მიჩვევის გამომწვევი“ ფუნქციები, როგორიცაა ვიდეოს ავტომატური გაშვება და უსასრულო სქროლვა. ხელისუფლების განცხადებით, „კომენდანტის საათთან“ კომბინაციაში ეს ზომები გააუმჯობესებს მოზარდების კონცენტრაციას, ძილის ხარისხსა და ოჯახურ ცხოვრებას.
თუმცა, აქტივისტები თვლიან, რომ ეს გეგმა საკმარისად შორს არ მიდის, რადგან მოზარდებს შეზღუდვის გამორთვა თავადვე შეუძლიათ.
ახალი გეგმები მოჰყვა ივნისში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ დიდ ბრიტანეთში 16 წლამდე ასაკის ბავშვებს მთელი რიგი პლატფორმების გამოყენება სრულად აეკრძალებოდათ.
მთავრობამ აღნიშნა, რომ შემდგომი ზომები მიმართული იქნება იქითკენ, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტები – მათ შორის, პროვაიდერების ვალდებულებით, დააწესონ რეგულარული შესვენებები 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის.