NASA და „როსკოსმოსი“ თანამშრომლობის 2030 წლამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი, კერძოდ NASA და „როსკოსმოსი“, კოსმოსურ სფეროში თანამშრომლობის 2030 წლამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
8-წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკული კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი ჯარედ აიზეკმანი ყაზახეთში ბაიკანურის კოსმოსურ ცენტრში ჩავიდა. ის იმ რუსული კოსმოსური ხომალდის აფრენას დაესწრო, რომელიც ორ რუს და ერთ ამერიკელ ასტრონავტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე ჩაიყვანს.
ეს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 75-ე ეკიპაჟი იქნება. ისინი კოსმოსში 8 თვე დარჩებიან.