მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 16:41
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ქართველ ქომაგებს „რუსთავი 2-ის“ ეთერის მეშვეობით შეუძლიათ უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს ყველგან, სადაც ეკრანია

Prime Time 15 ივლისი, 2026 · 15:21 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საფეხბურთო ზეიმი “რუსთავი 2-ზე” – მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს 23:00 საათზე ინგლისი და არგენტინა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩს “რუსთავი 2” პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ინგლისის ნაკრები ტურნირზე დამაჯერებლად გამოიყურება და ფინალისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად იბრძოლებს, თუმცა მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინაა, რომელმაც პლეი-ოფში სტაბილური თამაში აჩვენა. გამარჯვებული ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო დამარცხებული მესამე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება.

ქართველ ქომაგებს “რუსთავი 2-ის” ეთერის მეშვეობით შეუძლიათ უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს ყველგან, სადაც ეკრანია, მათ შორის ფან ზონებში და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში. ერთ-ერთი ასეთი შეკრების ადგილია რესპუბლიკის მოედანი, სადაც “რუსთავი 2-ისა” და თბილისის მერიის ორგანიზებით დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, მოწყობილია ფან ზონები და კვების სივრცეები.