შალვა პაპუაშვილი: აგენტურა როდესაც ერთიანდება, ეს ცუდია საერთო ჯამში, მაგრამ როდის არ იყვნენ ერთიანი, აგენტურა ყოველთვის იყო გაერთიანებული

ქალბატონი სალომე ახლა სადმე სხვაგან არის და გვარამია და ჩერგოლეიშვილი სხვაგან?! ისევ ისე არიან ერთიანნი, – განუცხადა ზუგდიდში ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რა საფრთხეს ხედავს ხელისუფლება ოპოზიციის გაერთიანებაში და სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ ოპოზიციის გაერთიანებას ხელს „ქართული ოცნება“ უშლის.
„ერთადერთი საფრთხე [ოპოზიციის გაერთიანებაში] ის არის, რომ როდესაც აგენტურა ერთიანდება, ცუდია. როდის დაიშალნენ, როდის არ იყვნენ ერთიანნი, ქალბატონი სალომე ახლა სადმე სხვაგან არის და გვარამია და ჩერგოლეიშვილი სხვაგან?! ისევ ისე არიან ერთიანნი. ეს არის სწორედ მთავარი საფრთხე, რომ დღეს აგენტურა არის ერთ ხაზზე. ჩაუშვებენ დავალებას, ასრულებენ. აგენტურა ყოველთვის გაერთიანებული იყო. დაავალებენ, რომ ერთად გამოჩნდნენ კამერასთან, გამოჩნდებიან. დაავალებენ, რომ ცალ-ცალკე, ცალ-ცალკე გამოჩნდებიან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.