მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 20:27
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ზურა ჯაფარიძეს სკუტერით გადაადგილებისას მანქანა დაეჯახა – პოლიტიკოსის ინფორმაციით, აქვს ტვინის შერყევა

IPN.ge 15 ივლისი, 2026 · 18:08 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურა- გირჩი ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა. როგორც თავად ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევა სკუტერით გადაადგილებისას მოხდა.

„სკუტერზე მანქანა დამეჯახა. კარგად ვარ, მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს, კლინიკაში ვარ კვლევებზე. პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო. სად მოხდა, ვინ იყო, იქ რა მოხდა, არაფერი მახსოვს ჯერ.

პ. ს. კეთილს და ბოროტს ისევ ვარჩევ“, – წერს ზურა ჯაფარიძე.

პოლიტიკოსს გამოკვლევები კლინიკა „მედიქლაბში“ უტარდება.