აპოკალიფსური კადრები – კანადაში მატარებელი ტყის ხანძრის ალყაში მოხვდა (ვიდეო)

ინტერნეტში გავრცელებულ აპოკალიფსურ კადრებში ჩანს, როგორ არის მძვინვარე ტყის ხანძრის ალში გახვეული სატვირთო მატარებელი.

კადრები კანადაშია გადაღებული და ჩანს, როგორ ცდილობს შეშინებული ეკიპაჟი ცეცხლის ალყას თავი დააღწიოს.

“ცეცხლმა შეიძლება ფაქტობრივად გადაგვიაროს, სიტუაცია მართლაც საშიში ხდება, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ, სერიოზულად გეუბნებით. ცეცხლში ვართ მოქცეულები“. – ისმის ვიდეოში რკინიგზის ერთ-ერთი თანამშრომლის ხმა, როდესაც ის სახანძრო სამსახურის ოპერატორს ურეკავს.

This is near Armstrong, Ontario.

When will the Canadian National Railway Company make a statement about this incident? pic.twitter.com/6bKJYugeR0
— Sol Mamakwa (@solmamakwa) July 14, 2026

- მოგვიანებით, კანადის ეროვნულმა რკინიგზამ (სატვირთო მატარებლის ოპერატორმა) დაადასტურა, რომ არმსტრონგის ტერიტორიაზე სამი მატარებელი, რომლებსაც ადვილად აალებადი ნივთიერებები გადაჰქონდათ, გასულ სამშაბათს იძულებით გააჩერეს. ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
დასავლეთ ონტარიოში გაჩენილი ხანძრის გამო დიდი ტბებისა და აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს დაკვამლიანება ემუქრება.