მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 20:51
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

„გულწრფელ მადლობას ვუხდით ქართულ მხარეს გულთბილი მიღებისთვის, მხარდაჭერისა და მასპინძლობისთვის“ – ირაკლი კობახიძე უკრაინელ ბავშვებს შეხვდა

Prime Time 15 ივლისი, 2026 · 18:33 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

უკრაინელმა ბავშვებმა ვიდეორგოლი მოამზადეს ლოპოტას საზაფხულო ბანაკის შთაბეჭდილებებზე, სადაც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით დაისვენეს. ბავშვებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა.

„სტუმართმოყვარე საქართველოში არდადეგების დროს, კიევის ბავშვთა და ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებმა უნიკალური გამოცდილება მიიღეს – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩვენს ბავშვებს შეხვდა.

გულწრფელი და თბილი დიალოგი იყო. ბავშვები უკრაინის ელჩები გახდნენ, საუბრობენ თავიანთ ნიჭიერებასა და ოცნებებზე. საქართველოდან – საქართველომდე. გულწრფელ მადლობას ვუხდით ქართულ მხარეს გულთბილი მიღებისთვის, მხარდაჭერისა და მასპინძლობისთვის!“, – აღნიშნულია ვიდეორგოლის აღწერაში, რომელსაც კიევის ბავშვთა და ახალგაზრდობის სასახლე ავრცელებს.