მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 21:55
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ტრამპი პუტინზე: მე მას ვეუბნები – „ვლადიმირ, დროა, გაჩერდე. დროა, ეს ომი დასრულდეს“ – ვფიქრობ, ის მზადაა შეთანხმებისთვის

Prime Time 15 ივლისი, 2026 · 20:39 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა დასრულდეს ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, რომელიც 2029 წლის იანვარში იწურება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპს ჰკითხეს, სჯერა თუ არა მას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი მისი პრეზიდენტობის ვადაში დასრულდება. ინტერვიუერი ასევე დაინტერესდა, თუ რას ეუბნება აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს კონფლიქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„მეგონა, ეს უფრო ადრე დასრულდებოდა. მეგონა, ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან ორივე ლიდერთან კარგი ურთიერთობა მქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.

„მე მას ყოველთვის ერთსა და იმავეს ვეუბნები. არ მსურს დეტალებში შესვლა, მაგრამ ვეუბნები: „ვლადიმირ, დროა, გაჩერდე. დროა, ეს ომი დასრულდეს“, – აღნიშნა მან.

ტრამპის თქმით, კრემლის ლიდერმა მიანიშნა, რომ ის შეთანხმების მიღწევისთვის მზადაა.

„ვფიქრობ, ის მზადაა გარიგებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს, ტრამპმა ბუნდოვანი პასუხი გასცა.

„მალე. საცეკვაოდ ორი პარტნიორია საჭირო. თუმცა, ვფიქრობ, ის მზადაა შეთანხმებისთვის“, – დასძინა მან.