მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 00:25
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

უნგრეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ, რომელიც ამ დრომდე დეპუტატი იყო, თანამდებობა დატოვა და ჩინურ კომპანიაში დასაქმდა

IPN.ge 15 ივლისი, 2026 · 22:25 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

უნგრეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ, რომელიც ამ დრომდე დეპუტატი იყო, საპარლამენტო თანამდებობა დატოვა და ჩინურ კომპანიაში დასაქმდა. ამის შესახებ უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

სიიარტოს თქმით, მან განცხადება შეიტანა საპარლამენტო თანამდებობის დატოვებაზე და ჩინურ ავტომწარმოებელ BYD-ში დასაქმდება.

„ამის მიზეზი ის არის, რომ მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში საერთაშორისო თანამდებობის დაკავებაზე უკიდურესად საპატიო წინადადება მივიღე. BYD ავტოწარმოებაში ერთ-ერთი უდიდესი წარმატების ისტორიაა ბოლო ოცი წლის განმავლობაში და ამავდროულად მსოფლიო ლიდერია ენერგიის ახალ წყაროებზე ავტომობილების წარმოებაში“, – წერს სიიარტო.

მან აღნიშნა, რომ ხელმძღვანელის თანამდებობაზე იმუშავებს და პასუხისმგებელი იქნება საგარეო კავშირებსა და ბიზნესის ახალი მიმართულებების განვითარებაზე.