მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 23:13
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

Prime Time 15 ივლისი, 2026 · 20:25 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მარკო რუბიო ვაშინგტონში 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლებს.

მინისტერიალი ხუთშაბათს გაიმართება.