მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 01:23
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ტრამპი ირანთან ომის დასრულების შესახებ: მე ახლა მოლაპარაკება არ მსურს

Prime Time 15 ივლისი, 2026 · 22:14 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ირანელებთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის რეჟიმი „ბოროტია“ და ირანის დელეგაციაზე მიუთითა, როგორც „მათზე, ვინც გარიგებას აფერხებს“.

კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა აშშ-ს საქმე „არასწორ ადამიანებთან“, ტრამპმა უპასუხა: „ახლა მე მოლაპარაკება არ მინდა. ვთქვი, მოდით, ნუღარ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. სამი დღის წინ ჩვენ გარიგება გვქონდა“.

„მათ გარიგების დადება სურთ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც გარიგებას დებენ, არღვევენ მას“, – განაცხადა ტრამპმა. „მათ არ სურთ სიკვდილი. ადამიანებს არ სურთ სიკვდილი“.