მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 11:54
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

19 წლის შემდეგ, “ნათლია და ნათლული“ ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს – რობოტები, მესის ფენომენალური თამაში და ზეიმი არგენტინაში: მოქმედმა ჩემპიონებმა ინგლისის ნაკრები დაამარცხეს

Ambebi.ge 16 ივლისი, 2026 · 09:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

პირველი შეხვედრიდან 19 წლის შემდეგ, ლიონელ მესი და ლამინ იამალი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ისევ შეხვდებიან ერთმანეთს. ზედიზედ მეორედ – არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია! მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა ნახევარფინალში ინგლისის ნაკრები 2:1 დაამარცხეს.

არგენტინა- ესპანეთის ფინალი 19 ივლისს გაიმართება.


  • ლიონელ მესის ისტორია, რომელიც ბევრს დასრულებული ეგონა, ახალ მწვერვალებს იპყრობს

39 წლის ასაკში ლეგენდარულმა არგენტინელმა ნახევარფინალში ინგლისის ნაკრები “მიწასთან გაასწორა“ და თავისი გუნდი ზედიზედ მეორე მსოფლიო ფინალში გაიყვანა.

მატჩი ატლანტაში ინგლისელებისთვის იმედიანად დაიწყო – 55-ე წუთზე ენტონი გორდონმა “სამი ლომი“ დააწინაურა. თუმცა, სწორედ აქედან დაიწყო ნამდვილი არგენტინული “ჯოჯოხეთი“. მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრებმა ანგარიშის შენარჩუნება სცადა და დაცვაში ჩაჯდა, არგენტინამ ბურთზე სრული კონტროლი (88%) დაამყარა. მესიმ მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა, რაც მატჩის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. მან 9 დრიბლინგი შეასრულა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მსგავსი შედეგი მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში 1966 წლის შემდეგ არავის ჰქონია.

85-ე წუთზე, მესის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ენცო ფერნანდესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დამატებულ დროში მესის მორიგი ჩაწოდება ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების გოლად აქცია. ინგლისის კაპიტანმა ჰარი კეინმა აღიარა, რომ მესის წინააღმდეგ თავდაცვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო: “ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ამას თავისი მიზეზი აქვს“.


  • ოქროს ბუცი და ისტორიული რეკორდები

ამ გამარჯვებით მესი მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 21 გატანილი გოლით. ამ ტურნირზე მას უკვე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს დაგროვილი. ამჟამად ის კილიან მბაპესთან ერთად “ოქროს ბუცისთვის“ იბრძვის, თუმცა საგოლე გადაცემების რაოდენობით მესი ლიდერობს.

თუ მესი ფინალში ითამაშებს, ის კაფუს შემდეგ გახდება მეორე ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის სამ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

არგენტინის გულშემატკივრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისზე გამარჯვება დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.

გულშემატკივრები ქუჩებში ცეკვავდნენ და ზეიმობდნენ. ისინი 19 ივლისს ესპანეთთან გასამართ ფინალს ელოდებიან.

მსოფლიო ჩემპიონატი დასამახსოვრებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამის გამო გახდა – მსოფლიოში პირველად, მოედანზე ჰუმანოიდი „რობო რონალდოს“ დებიუტი შედგა.

Boston Dynamics-ის ინოვაციური რობოტი გულშემატკივრებს მიესალმა და საფეხბურთო აჟიოტაჟში აქტიურად ჩაერთო.

წყარო