„მდგომარეობა რთულია და თითოეული წუთი გადამწყვეტია“ – 6 წლის ალექსანდრეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის ალექსანდრე კოშაძეს, რომელსაც ალექსანდრეს ტვინის ორივე მარცხენა და მარჯვენა უბნები დაზიანებული აქვს, საზოგადოების დახმარება ისევ სჭირდება.
მიმართვას სოციალურ ქსელში დედა აქვეყნებს:
დრო არ გველოდება, მდგომარეობა რთულია და თითოეული წუთი გადამწყვეტია. როგორც დედა, გულით გთხოვთ – ნუ დაგვტოვებთ ამ ბრძოლაში მარტო. ყველა ლარი, ყველა გაზიარება, ყველა გულით გაკეთებული ნაბიჯი არის შანსი ჩემი შვილისთვის — შანსი იცოცხლოს, იბრძოლოს და გამოჯანმრთელდეს…
„მე მჯერა… მჯერა იმის, რომ ირგვლივ ბევრი კეთილი ადამიანი მყავს. ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რითიც შევძლებთ სიკეთე დაგიბრუნოთ… უფალი დიდია ასმაგად დაგიბრუნდებათ ყველას…
სამწუხაროდ ამ ეტაპზე, თანხა ძალიან მცირე რაოდენობით არის შეგროვილი, რაც არასაკმარისია ალექსანდრეს თურქეთში წასაყვანად…
ვიცი, შეგაწუხეთ, მაგრამ იცოდეთ და გახსოვდეთ სიკეთე არავის გვაღარიბებს…
უფალმა დაგლოცოთ და მოგმადლოთ ყოველივე საუკეთესო… ჩვენ კი გაგვაძლიეროს ამ მძიმე გზაზე…
სურვილის შემთხვევაში დახმარება შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
თიბისი- #GE56TB7061245064300046
საქართველო- #GE27BG0000000142717200
მიმღები დედა- მეგი ხასაია
ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!!!”,-წერს ალექსანდრეს დედა.
ალექსანდრეს გადასარჩენად ჩარიცხვები ანგარიშზე გრძელდება.