მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 15:31
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

თსსუ-ში საზაფხულო სტაჟირება დაიწყო

Ambebi.ge 16 ივლისი, 2026 · 13:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტების საზაფხულო ყოველწლიური სტაჟირების პროგრამა დაიწყო. პროგრამა 15 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაგრძელდება და მისი ძირითადი ნაწილი თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში განხორციელდება.

თსსუ–ის კლინიკური ბაზების გარდა, სტაჟირების პროგრამაში ჩართულია თსსუ-ის პარტნიორი კლინიკებიც.

წლევანდელ პროგრამაში თსსუ-ის 100-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. სტაჟირების პროცესში ისინი ჩაერთვებიან მრავალფეროვან პრაქტიკულ აქტივობებში, დაეუფლებიან კლინიკურ უნარ-ჩვევებს, მონაწილეობას მიიღებენ დაავადებათა მართვის პროცესში და განავითარებენ პაციენტთან კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის პრაქტიკულ უნარებს.

თსსუ-ის საზაფხულო სტაჟირების პროგრამა პირველად 2012 წელს განხორციელდა. მისი წარმატებისა და მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პროგრამა ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თეორიული ცოდნა რეალურ კლინიკურ გარემოში პრაქტიკული გამოცდილებით გაამყარონ.

NS