მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 16:25
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, მიხაილო ფედოროვის უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება დიდი მოულოდნელობა იყო

IPN.ge 16 ივლისი, 2026 · 15:23 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ევროკომისარის თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, მიხაილო ფედოროვის უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება დიდი მოულოდნელობა იყო.

„ეს დიდი მოულოდნელობა იყო. ზოგჯერ მთავრობაში ცვლილებები მართლაც აუცილებელია. კიევში, ჩვენი თანამოსაუბრეებისგან მოვისმინეთ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ამ თანამდებობისთვის სათანადო კადრია“, – განაცხადა ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა.

ცნობისთვის, 14 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრის, იულია სვირიდენკოსა და მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი მთავრობის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილო ფედოროვის კანდიდატურას არ წარადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო დაიკავებს.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო ენერგოკომპანია „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელის, სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარადგინა.